საქართველოში კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 711 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 61 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 059 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 700, „პისიარ“ ტესტით – 19 359.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,46%, ბოლო 14 დღის – 5,65%, ბოლო შვიდი დღის – 5,09%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 930 544 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 890 733 გამოჯანმრთელდა, 13 707 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 495 435 აცრა, დღიურად აცრილია 11 720.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 794 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 858 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 226 თბილისში გამოვლინდა, 304 იმერეთში, 232 აჭარაში