საქართველოში დღეიდან ყველა სახის წარმოება და თითქმის ყველა მაღაზია იხსნება

შეზღუდვების შემსუბუქების მესამე ეტაპზე იხსნება ყველა სახის წარმოება, დღეიდან მუშაობას იწყებს ყველა ის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს.

გამონაკლისია მხოლოდ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები. დღეიდან გახსნის უფლება აქვთ ღია მოსასვენებელ და სარეკრეაციო ზონებსაც, თუმცა თბილისის ბოტანიკური ბაღი 15 მაისიდან გაიხსნება, ლისის ტბა კი 22 მაისიდან.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდეა დაწესებული. ჯერჯერობით უცნობია , როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 8-ით გაიზარდა და 317-ს შეადგენს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 153 ფაქტი გამოავლინა