“საქართველოს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა როგორც ევროპასთან, ისე რუსეთთან”

რადიო “ათინათისთან” საუბრისას იან კელი აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპასთან სწორი არჩევანია, რადგან ქართველები ევროპულ ფასეულობებზე იზრდებიან.

საზოგადოებრივი აზრის კვლევისას, ევროპის მომხრეთა შემცირებაზე დასმული კითხის საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ კითხვის ამგვარად დასმა, ან ევროპა ან რუსეთი, არასწორია.

“ვფიქრობ, რომ სხვადასხვა შეფასებები არსებობს და თითოეული გამოკითხვა დროის მხოლოდ ერთი მომენტში აღბეჭდილ ფოტოს ჰგავს. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს. ვფიქრობ, რომ კითხვის ამგვარად დასმა, ან ევროპა ან რუსეთი, არასწორია. მაგალითად, ჩვენთვის ყველაზე დიდ ბაზარს ევროპა წარმოადგენს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა მექსიკასთან ან კანადასთან. საქართველოს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა როგორც ევროპასთან, ისე რუსეთთან. საქმე იმაშია, რომ ქართველები ევროპის ნაწილად მიიჩნევენ თავს. მე ვთვლი, რომ თქვენი მომავალი ევროპასთან და იმ სისტემასთან სწორი არჩევანია, რადგან თქვენ ევროპულ ფასეულობებს იზიარებთ. თქვენ მიისწრაფვით სახელმწიფოს ევროპული მართვის სისტემისკენ. ამდენად, სავსებით შეგიძლიათ ურთერთობა იქონიოთ რუსეთთანაც და ევროპასთანაც. აქ არჩევანის აუცილებლობა არ არის”, – აცხადებს იან კელი რადიო “ათინათისთან” საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: თბილისი განსაკუთრებული ქალაქია და ჩვენი ვალია, წინაპრების დანატოვარი უნიკალური უბნები განვაახლოთ
შემდეგი სტატიაქუთაისში ახალგაზრდამ თავი ქუჩაში ჩამოიხრჩო