საქართველოს საგარეო უწყება ღრმა მწუხარებას გამოხატავს მიუნხენში, უდანაშაულო ადამიანებზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რის შედეგადაც დაიღუპა ცხრა და მძიმედ დაშავდა ოცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას გამოხატავს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს”,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.