საქართველოს პრემიერმინისტრი თანამდებობას სავარაუდოდ დღეს დატოვებს?

საქართვლოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეიძლება დღეს თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ “თაიმერს” სახელმწიფო კანცელარიიდან აცნობეს. ბახტაძე წასვლის შესახებ განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებს. ის სავარაუდოდ საქართველოს რკინიგზას დაუბრუნდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის შემცვლელად რამდენიმე პრეტენდენტი უკვე მოიაზრება.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ სავარაუდო კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მოიაზრება. ამ დრომდე მინსტრთა კაბინეტის დაკომლექტებაზე მიდის მსჯელობა.

ავტორი: ბერდია კალანდია
“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ძაღლის მეპატრონე ,რომელმაც ცხოველი დანით დაჭრა ,დააკავეს
შემდეგი სტატია,,საქართველოს უახლეს ისტორიაში ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ გაუძლო ცდუნებას, დანებდა სისტემას და ბოლოს გაქრა”