საქართველოს ოკუპაცია ვის მიერ? რუსეთის? ნუ მაცინებთ

20 ივნისს თბილისში ჩამოსულ რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ალექსეი ჩეპას ჟურნალისტმა ჰკითხა, აღიარებდა თუ არა რუსეთის ოკუპაციას, რაზეც დეპუტატმა ჩეპამ მიუგო – “საქართველოს ოკუპაციას ვის მიერ? რუსეთის? ნუ მაცინებთ, რას გულისხმობთ ოკუპაციაში? მე არ მესმის რა ოკუპაციაზე მელაპარაკებით, რას გულისხმობთ ოკუპაციით?”

ჟურნალისტმა კითხვა დააზუსტა და უთხრა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას გულისხმობდა.

“თქვენ თავად იყავით იქ? არ გიშვებენ? არ გინდათ? რუსეთი საქართველოს ხელს არ უშლის. მე ვისურვებდი, რომ ყველა ქვეყნა გაერთიანებულიყო და საბჭოთა კავშირში დაბრუნებულიყო, მე ვისურვებდი” – თქვა რუსმა დეპუტატმა ალექსეი ჩეპამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთს ჰყავს მხოლოდ ერთი რეზიდენტი საქართველოში, ივანიშვილი – სააკაშვილი რუსი დეპუტატების ვიზიტსა და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე
შემდეგი სტატიაემზარ კვიციანი – გავრილოვი არის პროქართველი და ამიტომაც მოხვდა დღეს