საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა 19 ნოემბერს გახდება ცნობილი

ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, განცხადებას მთავრობის შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

„პრემიერი გააკეთებს განცხადებას, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში და ვინ – არა. საქართველოში ყველაფერი ხდება ცნობილი და არც ეს დაიმალება, იქნება 19 რიცხვში. 19 რიცხვამდე ბევრი არაფერია დარჩენილი. მე ვარ კონსუტლაციებში ჩართული და მხარს დავუჭერ პრემიერის მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბიენტს“,-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი შეიძლება ხანდახან გაუფასურდეს, ხანდახან გამყარდეს
შემდეგი სტატიამოლდოვას ახლადარჩეული პრორუსი პრეზიდენტი მოსკოვს მიემგზავრება