„საქართველოს მიზანი ნატო-ს წევრობაა“ – სტოლტენბერგი

ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა.

“საქართველო ახორციელებს შთამბეჭდავ რეფორმებს, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახდენს თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას და ებრძვის კორუფციას. ეს ყველაფერი ნატოში გაწევრიანების ნაწილია. მე ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ რეფორმების გატარება კარგია, რადგან უახლოვდები ნატოს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიზანი ნატოსთან დაახლოება არ არის, კორუფციას უნდა ებრძოდე და დემოკრატიულ ინსტიტუტებს აძლიერებდე. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ამას ორმაგი მიზანი აქვს, რადგან მისი მიზანი ნატოს წევრობაა. ნატო მხარს უჭერს მას რეფორმების პროცესში,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაში„იგრძენით განსხვავება!“ – რომან გოცირიძე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ
შემდეგი სტატიაჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა