საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაქოში ოთხმხრივ შეხვედრას გამართავენ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაქოში იმყოფება, სადაც დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართება.

საგარეო უწყების ცნობით, ახალი ფორმატი ითვალისწინებს რეგიონული კავშირების გაღრმავებას და მოიცავს ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა.

შეხვედრის შემდგომ გაიმართება ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ, თურქ და ირანელ კოლეგებთან.

banner
წინა სტატიაშიგლდანში მოზარდს იარაღი გაუვარდა და 26 წლის გოგო დაიღუპა
შემდეგი სტატიასუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა