საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ნატალია ილიჩოვას სახლში ჩხრეკა ჩატარდა

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ნატალია ილიჩოვას სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ჩხრეკის შემდეგ ერთ-ერთმა გამომძიებელმა განმარტა, ნატალია ილიჩოვა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია და მისი სახლიდან დოკუმენტები ამოიღეს.

ილიჩოვა 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიის წევრი ოყო, რა დროსაც კომისიის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებზე შეთანხმება მოხდა. არსებული ინფორმაციით, გამოძიება 2006-2007 წლებში კომისიის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის შესახებ შეთანხმების კანონიერებას სწავლობს

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: პირველი ოქტომბერი უკვე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლო
შემდეგი სტატიადავით გარეჯის თემა პოლიტიკური ქულების დასაწერად არცერთმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს”- ფიქრია ჩიხრაძე