საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას! – კრამონი 20 ივნისის აქციაზე

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი 20 ივნისს გამართულ აქციას “შინ ევროპისკენ” ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ევროპაა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას. კრამონმა Twitter-ზე სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა.

“საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას! ეს არის ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლის მქონე ერი. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გარე ქვეყანას ამის შეცვლა არ შეუძლია.

ევროკავშირის კარი ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხო, გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი”, – წერს კრამონი.

banner
წინა სტატიაშირატომ არ იღებს ბუტაფორია პრეზიდენტი გადაწყვეტილებას პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რომ მოაწყო თავის ოფისში ჩაის სმა – გოცირიძე
შემდეგი სტატიასუბარი: თუ მართლა გვინდა გავერთიანდეთ ევროპაში, უნდა ვისწავლოთ კანონის, მიხედვით ცხოვრება, ვისწავლოთ თანამშრომლობა პოლიტიკურ ძალებს შორის და დაველოდოთ 2024 წლის არჩევნებს