საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

დღეს, 13:00 საათზე, სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ისინი სამების საკათედრო ტაძრიდან დაიძრებიან და ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ გადაინაცვლებენ.

ამის შესახებ პატრიარქის ბრძანება სამების საკათედრო ტაძარში მრევლს კვირას არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო.

მან მრევლს კიდევ ერთი კურთხევის შესახებ ამცნო, რომლის მიხედვითაც მრევლმა, ყოველდღიურად დღეში სამჯერ კონკრეტული ლოცვები უნდა წაიკითხოს. ესენია: “მამაო ჩვენო” , “ღვთისმშობელო ქალწულო” და “მოწყალებისა კარი განგვიღე”.

“იგივე ლოცვები ყოველდღიურად უნდა იქნეს წაკითხული სამგზის. ასევე ყოველდღიურად უნდა იყოს წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, რომელიც იწყება ღვთისმშობლის კონდაკით – -“ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა”. ეს დაუჯდომელი უნდა იქნეს წაკითხული ყოველდღე თითოეული ჩვენგანის მიერ თავის კანონთან ერთად. ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე რომელი ქუჩები აკრავს ამა თუ იმ ტაძარს. ხოლო სამშაბათს, ზეგ სამების ტაძრიდან 13:00 საათისთვის დაიძვრება რამდენიმე მანქანა სხვადასხვა მიმართულებით და სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები”,- განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.

banner
წინა სტატიაშიგორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 22 მოქალაქე რჩება
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა