საპატრიარქო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გირჩის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას მოითხოვს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით მსჯელობას საქართველოს საპატრიარქოც გამოეხმაურა. საპატრიარქოს თქმით, ისინი მხარს უჭერენ სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლების პრაქტიკას.

„სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.“- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან საპატრიარქოს თქმით, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება, რომ ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული „ფსევდორელიგიური იურიდიული პირების“:

“უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს.”- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო – მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა კანკავამ თანამდებობა უკვე დატოვა  
შემდეგი სტატია„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განცხადებას ავრცელებს