საპატრიარქო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ერთობლივ საბჭოს ქმნიან

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალავერდის საკათედრო ტაძარში, ხვალ საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოეწერება ხელი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული მემორადუმის საფუძველზე შეიქმნება საპატრიარქოსა და სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხთა განმხილველი ერთობლივი საბჭო.

საბჭოს მიზანია „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა, საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობისათვის ისტორიული, კულტურული და მხატვრული ღირებულების შენარჩუნებაზე ზრუნვა და ამ მიზნით სათანადო მექანიზმების შემუშავება.

ერთობლივი საბჭოს შექმნა ხელს შეუწყობს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა–პატრონობისა და სარგებლობის საკითხების ერთობლივად გადაწყვეტისთვის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბებას.

banner
წინა სტატიაშიIRI პოლიტიკურ პარტიებს კვლევის შედეგებს აცნობს
შემდეგი სტატია”ქართული ოცნების” კანდიდატები გაიმარჯვებენ”