საპარტნიორო ფონდი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის გადაყენებას და საგამოძიებო სამსახურის შესვლას ითხოვს

ფინანსური დარღვევები რესპუბლიკურ საავადმყოფოში თუ მიზანმიმართული შეტევა მოქმედი მენეჯმენტის წინააღმდეგ – საპარტნიორო ფონდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დარღვევების შესასწავლად აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვს.

ფონდი, რომლის ბალანსზეც საავადმყოფოა, დირექტორის გადაყენებასა და საგადასახადო სამსახურების მიერ დარღვევების შესწავლას მოითხვს.

საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ პრობლემები საავადმყოფოში შიდა აუდიტმა აღმოჩინა, რაც შესაძლოა არსებული მენეჯმენტის დათხოვნის მიზეზი გახდეს.

“მე პირველ რიგში მოვითხოვე ფინანსური მენეჯმენტის გადადგომა და ფინანსური ანგარიშგების გასწორება. მოვითხოვე რომ აუდიტორმა კომპანიამ და საგადასახადო სამსახურებმა შეამოწმონ ერთ-ერთი სეგმენტი.

ნამდვილად არსებობს ბევრი დარღვევა ისეთი, როგორიც არ უნდა იყოს. ეს არის ზოგი შეიძლება უმნიშვნელო ზოგი შეიძლება მნიშვნელოვანი მე ამაზე არ ვისაუბრებ ამაზე შესაბამისად ისაუბროს შესაბამისმა ორგანოებმა და მათი მიიღონ დასკვნა.

ვინაიდან საპარტნიორო ფონდს გადმოცემას ეს კლინიკა, ჩვენ მართალია სამედიცინო ნაწილში არ ვერევით, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ბალანსზე გვაქვს შენობა, მაგრამ პასუხის ვაგებთ ტუ რა ხდება იმიტომ რომ აქ ავადმყოფები მკურნალობენ”-ამბობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: აშშ-ში პრემიერის ვიზიტი უდავოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით
შემდეგი სტატია“სახელმწიფო რეკეტის კლასიკური მაგალითი”- ენმ “იბერიას” საქმეზე ახალ სკანდალურ ჩანაწერებს აფასებს