სანზონაში, სანავარდოს ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი სახლი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ოჯახებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოახერხეს.
სავარაუდოდ, ხანძარი გაუმართავმა ელექტროსისტემამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას დაპირდნენ