“სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ აგრძელებს აგრესიით, მოსყიდვითა და ზეწოლით ბრძოლას, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს”

მარნეულის 22 საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა გააკეთა.

„დღეს მივეცი ხმა მარნეულის მომავალს. მარნეულის იმ მომავალს, რომელიც არის დემოკრატიული, ევროპული საქართველო, რომელიც იქნება ერთ-ერთი ქალაქი ევროპის ქვეყნებს შორის, რომელიც დაიწყებს მშენებლობას დემოკრატიული გზით, არჩევნების გზით. საქართველოში დემოკრატიის დანერგვას მარნეულიდან ვიწყებთ ჩვენ ერთად.

რაც შეეხება ჩემს შანსებს ამ არჩევნებში, მთელს საქართველოს კარგად ახსოვს 2014-1016-2017 წლები რა დროსაც მე ვიყავი კანდიდატი და ყოველთვის მე ვარ გამარჯვებული ამ ბრძოლაში და დღესაც აუცილებლად გავიმარჯვებთ.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, სამწუხაროდ „ქართული ოცნება“ აგრძელებს აგრესიით, მოსყიდვითა და ზეწოლით ბრძოლას. მაგრამ ჩვენ არ გვაშინებს ეს. ინციდენტი იყო სოფელ სადახლოში, სადაც ჩვენს წევრს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოსყიდვის ფაქტებს რაც შეეხება, კანდიდატის მეუღლე დადიოდა სოფელ-სოფელ და არიგებდა ინდურ ბრინჯს. თუმცა დღეს ასეთი ფაქტები არ დაფიქსირებულა, რადგან მათ წინასწარ დაარიგეს ინდური ბრინჯი და ელოდებიან ინდურ ხმებს. მაგრამ მარნეულში ინდური ხმები არ არის და გაიმარჯვებენ საქართველოს მოქალაქეები”, – განაცხადა აჰმედ იმამკულიევმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ კოკში, საარჩევნო უბანთან ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია” ზუგდიდში მაღალი აქტივობის პირობებში, გიორგი შენგელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს”