სამინისტრო – სკოლებში მონიტორინგი და მასწავლებელთა ტესტირება აქტიურად გრძელდება

2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე სკოლებში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი და Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სკოლებში პერსონალის სავალდებულო ტესტირებასა და მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე პირადად გაეცნო და მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები ადგილზე შეაფასა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი მშვიდ, უსაფრთხო გარემოში გრძელდება. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს და მოსწავლეებმა სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაასრულონ.

„აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებში თანამშრომელთა რიგით მე-9 სავალდებულო ტესტირება ტარდება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით უტარდებათ. ამასთან, სკოლებში სისტემატურად მიმდინარეობს უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი, როგორც სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური – ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას პროცესის ზედმეტი დრამატიზება და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი ხელს არ უწყობს
შემდეგი სტატიასახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს