სამეგრელოში პირბადეების დეფიციტია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სააფთიაქო ქსელებში პირბადეების დეფიციტია. ამის შესახებ „თაიმერის“ ჟურნალისტი სამეგრელოდან იტყობინება. მისივე ინფორმაციით,სააფთიაქო ქსელებში ფარმაცევტები ამბობენ,რომ მას შემდეგ რაც საქართველოში კორონა ვირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა, პირბადეებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და ყველა გაიყიდა, რაც კი ჰქონდათ. რაც შეეხება ზუგდიდს, აქაც- პირბადეების დეფიციტია. აფთიაქებში მათი შეძენა შეუძლებელია. ფარმაცევტები ამბობენ, რომ პირბადეებზე მოთხოვნა, მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა,რომ 18 თეთრად ღირებული პირბადე 1,5 ლარად შეიძინა.
აფთიაქების ერთ ნაწილში პირბადეების მარაგს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან, ნაწილში კი არა აქვთ ინფორმაცია, თუ როდის მიიღებენ.

ავტორები: აკო ქიქავა, თეა შანავა

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს მოქალქეებს მიმართა
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: დასავლური შოლტი როგორ უხდება ამ ხავსმოდებულ ხელისუფლებას