სამეგრელოში, ირაკლი ზარქუასა და თურქეთის ელჩის ერთობლივი ინიციატივით 150 ოჯახს დაეხმარებიან

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუასა და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფატმა სერენ იაზგანის ერთობლივი ინიციატივით წალენჯიხაში და ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცემა. აქცია პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულთა დახმარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა თურქეთის ელჩთან ერთად გაეცნო.
“მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ დროს სოციალურად დაუცველი ოჯახების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ ამ ადამიანების მძიმე ყოფას მცირედით მაინც შევამსუბუქებთ, რისთვისაც უღრმესი მადლობა თურქეთს ელჩს ქალბატონ სერენ იაზგანს”, -აღნიშნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ.

 

 

https://youtu.be/hTAhsrKqMNQ

 

banner
წინა სტატიაშიპირები, ვინც სამსახური დაკარგეს 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ
შემდეგი სტატია10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან