„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსს კანონდრღვევაში ადანაშაულებენ

15175431_1261756873847811_1011950565_n„სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსმა, გია თვალავაძემ 2011-2012 წლებში, ჩემს მიერ ყელ-ყურის ექიმის წინააღმდეგ შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ყელ-ყურის ექიმის მიერ ქაღალდის ალერგიის დიაგნოზის არასწორად დასმასა და არაწორად ჩატარებულ მკურნალობას ეხებოდა, რისი უფლებაც „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანხამდ ექიმს ნამდვილად არ ჰქონდა, კლინიკიდან ამოღებული სამედიცნო დოკუმეტაცია აღნიშნული ექიმის ხელმძღვანელობას გადაუგზავნა, რაც კანონის ცალსახა დარღვეაა,“ – აცხადებს იურისტი იოსებ ჭონქაზე.
მისივე თქით, თვალავაძის ამ ქმედებიდან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი იყო, რომ კლინიკის უფროსი თავის ექიმის წინაღმდეგ ობიექტურ დასკვანს არ დაწერდა და დასკვნა არაობიექტური და, შესაბამისად, ექიმის სასარგებლო იქენებოდა.
„მას მერე, რაც ექსპერტიზის გაყალებებული და მიკერძოებული დასკვნა გავაპროტესტე და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა მოვითხოვე, სამედიცნო დოკუმენტაცია, რომელიც ყელ-ყურის ექიმის მიერ ქაღალდის ალერგიის დიაგნოზის არასწორ დასამასა და არასწორად დანიშნულ ანტიალერგიულ მკურნალობას ეხებოდა, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომეობა გააუარესა ,გამოსაკვლევად ექსპერტიზაზე გადაუგზავანა ექიმ-ონკოლოგს. არადა, ექიმ-ონკოლოგი საერთოდ არ იყო უფლებამოსილი, გამოეკვლია და შეეფასებინა ყელ-ყურის ექმის მიერ დასმული დაიგნოზი და ჩატარებული მკურნალობის ადეკვატურობა. მიუხედავად ამისა, ექიმ-ონკოლოგმა ყალბი დასკვნა დაწერა და არასწორი მკურნალობა „გააპრავა„. გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნების დახმარებით, ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი არასწორედ დასმული დაიგნოზისა და არასწორად დანიშნული მკურნალობის გამო კი არა, არამედ, ამბოლატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათის არგახსნისს გამო დადგა,“ – აცხადებს ჭონქაძე.

banner
წინა სტატიაშივარდების რევოლუცია
შემდეგი სტატიაილია მეორე რუსეთის პატრიარქს:რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს