სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ოთხი თვის წინ დაკარგულ მონადირეებს ისევ ეძებენ

სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ლაგოდეხის ტყეში ოთხი თვის წინ დაკარგულ მონადირეებს ისევ ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ლევან ჯალალოვის, ავთო და დავით სამხარაძეების ძებნა ამ დროისთვის ქვეითი მაშველების მიერ სოფელ მსხალგორის ტყეში, ალპურ ზონაში მიმდინარეობს.

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები 26 წლის ლევან ჯალალოვი, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში მცხოვრები ავთო და დავით სამხარაძეები სანადიროდ ლაკოს ხეობაში გასული წლის 28 დეკემბერს წავიდნენ. 3 იანვრიდან კი, დაკარგული მონადირეების ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე შსს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მათი ძებნა დაიწყო.

7 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია,რომ დაკარგული მონადირეები დაღესტნის ტერიტორიაზე დააკავეს,თუმცა ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა.

banner
წინა სტატიაში(video) პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ლატვიისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა
შემდეგი სტატიააფხაზური მხარე ჩერნოგორიის ინციდენტის გამო გალის შეხვედრების დაბლოკვით იმუქრება