სამართალდამცველებმა წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის რვა მოქალაქე შეიყვანეს

წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში სამართალდამცველებმა იძულების წესით რვა მოქალაქე თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის შეიყვანეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით ისინი სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები არიან.

გოჩა გიორგიძის თქმით, ამ დროისთვის წყალტუბოს კარანტინში 121 მოქალაქეა და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი ნინო ქადაგიძეს: მოსამართლეთა კორპუსის ამ რესურსით რამდენად დაძლევადია, რომ სწრაფი მართლმსაჯულება იყოს უზრუნველყოფილი
შემდეგი სტატიასაკარანტინო ზონაში სამეგრელო-ზემო სვანეთიდან 7 პირი იყოფება