სალომე ზურაბიშვილი – ჩემი არჩევანია მშვიდობიანი, ერთიანი, დაწყნარებული და ღიმილიანი საქართველო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა.

სალომე ზურაბიშვილი კრწანისის საარჩევნო ოლქის, მე-3 საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.

„ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს. ჩემი არჩევანია მშვიდობიანი, ერთიანი, დაწყნარებული და ღიმილიანი საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.

banner
წინა სტატიაში“ოცნება” გამარჯვების აღსანიშნად ემზადება – პარტიის ოფისთან ეკრანს კიდებენ
შემდეგი სტატიაამომრჩევლის მოსყიდვა გორში