სალომე სამადაშვილი : ხვალიდან მეორე ტურის დასრულებამდე პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ უნდა იქცეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი „ფეისბუქში“ წერს, რომ ხვალიდან მეორე ტურის დასრულებამდე პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ უნდა იქცეს.

„დღეს ყველა ხმაა დასაცავი, ხვალიდან კი, ოპოზიციამ უნდა დაიწყოს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები და მეორე ტურებისთვის მზადება. ვფიქრობ, რომ ხვალიდან და მეორე ტურის დასრულებამდე, პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ და საზოგადოების შეკრების ადგილად უნდა იქცეს, როგორც 20 ივნისის შემდეგ. როგორც გპირდებოდით, დღეს გავიმარჯვეთ. ახლა, ეს გამარჯვება გასაფორმებელია“, – წერს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : ჯამურად ოპოზიცია უგებს ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაჩვენ ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის, მთავრობის ფორმირებაზე – ზაალ უდუმაშვილი