საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული

დედაქალაქის საკრებულოსთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რაც სავარაუდოდ ოპოზიციის დაანონსებულ აქციას უკავშირდება. საპროტესტო აქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს 2 საათისთვის დააანონსა.

საკრებულოში დღეს 4 საათზე სხომაა ჩანიშნული, რომელიც სავარაუდოდ ხმაურის ფონზე ჩაივლის. სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემა იქნება, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს.

banner
წინა სტატიაშიდიღომში მანქანა აფეთქდა
შემდეგი სტატიათელავში ერთ-ერთ კაფეში 27 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს