“საკრებულოს შემოთავაზებები დიდწილად გათვალისწინებულია”- დავით ნარმანია თბილისის ბიუჯეტზე საუბრობს

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი დეკემბრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ შენიშვნების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია, შედეგად დაფინანსება ეზრდებათ რაიონულ გამგეობებს.

“საკრებულოს მხრიდან შემოთავაზებები დიდწილად გათვალისწინებულია. რაიონულ გამგეობებს გაეზარდათ დაფინანსება იმიტომ, რომ ამხანაგობის ფარგლებში დაფინანსდეს
სხვადასხვა ღონისძიებები. გამგეობებში დაფინანსება გაიზარდა კეთილმოწყობის კუთხითაც,”- აცხადებს დავით ნარმანია.

banner
წინა სტატიაშირუსული მედია: სპეცსამსახურები საქართველოში ტერორიზმში ეჭვმიტანილ გოგონას ეძებენ
შემდეგი სტატია21 დეკემბრიდან ვარდების რევოლუციის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება