ჟურნალისტი და ბლოგერი კახაბერ ადამია, ფეისბუქში პოსტს აქვენებს, სადაც რუსულ ინტერნეტ საიტებზე ბოლო დროს გამოჩენილი ახალი ტიპის ქართულ სარეკლამო ტენდენციაზე საუბრობს, რომელშიც საქართველოში არსებული უძრავი ქონება (კერძო სახლები, ბინები), განიხილება როგორც რუსული კაპიტალისა და რუსი ოჯახებისათვის ,,საიმედო გეგმა ბ,, ინვესტიციის განსახორციელებლად.
,, სამარცხვინო ქვეყანა ვართ… აჭრელებულია რუსული საიტები ამისთანა რეკლამებით.
მაშინ როდესაც ცივილიზებული მსოფლიო პუტინის რუსეთს და რუსულ ბიზნესს ებრძვის, ჩვენ მათი უკანა ეზო და ,,საიმედო გეგმა ბე,, (надежный план Б) გავხდით.
ეს რეკლამა, საქართველოში პუტინის მარიონეტული ხელისუფლების ,,გეგმა ა,, ზეც მიგვანიშნენს. ჩვენ უნდა გაგვაქციონ ქვეყნიდან და აქ რუსები უნდა დასახლდნენ,,-წერს კახაბერ ადამია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.