“სად არის ვაქცინა” – მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების, სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკური პარტიების წევრების ორგანიზებით მდუმარე აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით ,,სად არის ვაქცინა” გაიმართა.

ადგილზე შეკრებილები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებული ვაქცინაციის დაგვიანებას აპროტესტებენ. მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით ,,სად არის ვაქცინა? 108 ქვეყანაში, საქართველოში – 0”, ასევე ,,უკრაინა – 12 000 დოზა, მოლდოვა – 200 000 დოზა, საქართველო – 0” და სხვა. მათი განცხადებით, დღევანდელი აქცია არის პროტესტი ყველა იმ მოქალაქის, რომელსაც ქვეყანაში ვაქცინაციის ბედი ანაღვლებს.

,,დღეს 3 მარტია და საქართველოში კვლავ არ გვაქვს ვაქცინა, მაშინ როდესაც მსოფლიოს 108 ქვეყანაში დაწყებულია ვაქცინაცია. ჩვენ ოფიციალური უწყებებისგან არ გვაქვს პასუხი რას ვაპირებთ, იმაზეც კი დაიწყეს საუბარი, რომ ,,კოვაქს” პლატფორმას შეიძლება უჩივლონ. ეს ყველაფერი იწვევს ძალიან დიდ ეჭვებს, ამიტომ გვაქვს ლეგიტიმური კითხვები: სად არის ვაქცინა, როდის შემოვა ვაქცინა საქართველოში. ეს არის პროტესტი ყველა მოქალაქის, რომელსაც ადარდებს დღეს ვაქცინის ბედი”, – აღნიშნა ჯანდაცვის ექსპერტმა მარიამ ქასრაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილაშა დამენია – აქციებთან დაკავშირებით დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიაროგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ? – ოპოზიცია დღეს იმსჯელებს