საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა მოიხსნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ65 ვაზიანი-შუამთის მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული იყო სპეციალურ რეჟიმი, კერძოდ ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვები იყო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის, გამო ახალციხე-ნინოწმინდის სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან იკრძალებოდა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჭანტურიას მამა და ადვოკატი განცხადებას გააკეთებენ
შემდეგი სტატია„ჩვენი ამოცანაა, სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 4%-ის ფარგლებში იყოს“ – ფინანსთა მინისტრი