სააკაშვილზე კვლავ მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზემოქმედება… ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც განგრძობითი წამება – მარიამ ჯიშკარიანი

“ეს წყალში ყრის პრაქტიკულად ყველა მკურნალობას, რაც აქამდე არსებობდა, ამწვავებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მდგომარეობას”, – ასე ეხმაურება ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მესამე პრეზიდენტის განცხადებას მის წინააღმდეგ ე.წ. დისციპლინარული ზომების მიღებასთან დაკავშირებით.

როგორც მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, მომხდარი შეიძლება შეფასდეს, როგორც განგრძობითი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და წამება.

“სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მოეთხოვა ყველა იმ პირის გადაყენება თანამდებობიდან, ვინც სავარაუდოდ, იკვეთება არასათანადო, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპიზოდებში, მათ შორის იუსტიციის მინისტრის. შურისძიების მიზნით კვლავ მე-18 დაწესებულების ორი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მის წამებაში, შევიდა მასთან, შეიჭრა პრაქტიკულად და კიდევ მიაყენეს შეურაცხყოფა თავისი დისციპლინარული სანქციებით. ეს ნიშნავს, რომ პაციენტზე მიმდინარეობს კვლავ ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც წყალში ყრის პრაქტიკულად ყველა მკურნალობას, რაც აქამდე არსებობდა, ამწვავებს პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის მდგომარეობას და შეიძლება განვიხილოთ, როგორც განგრძობითი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და წამება ამ ადამიანის”, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, მომხდარის გამო, საჭიროა სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვა ახალი გადაუდებელი ზომის გამოყენების მოთხოვნით.

“წესით, სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა განახორციელოს ინტერვენცია ამასთან დაკავშირებით, ასევე სახალხო დამცველმა. ცენტრი “ემპათიაც” ამ ფაქტს შეიტანს თავის დასკვნაში, როგორც განგრძობით წამებას და ვფიქრობ, უნდა მოხდეს მიმართვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი ახალი გადაუდებელი ზომის მოთხოვნით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას”, – თქვა ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ბიზნესის გაძლიერებისთვის
შემდეგი სტატიაბობ მენენდესი – რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, დამანგრეველ ეკონომიკურ სანქციებს მიიღებს, ისეთს, როგორიც აქამდე არავის უნახავს