სააკაშვილის შესახებ უკრაინის სასამართლომ მიიღო სასამართლოებისთვის დამახასიათებელი სტანდარტული გადაწყვეტილება – ეს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ – ბობოხიძე

როგორც ვიცი, უკრაინის სასამართლომ მიიღო სასამართლოებისთვის დამახასიათებელი სტანდარტული გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით, – ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე უკრაინის მხრიდან სააკაშვილის ექსტრადირების საქმეზე დასმულ შეკითხვას.

„ეს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის და ვერც იქნება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მსგავსი მოლოდინების შექმნა, რომ „აი, ახლა ძალიან დიდი მოთხოვნა და გარღვევა არის სააკაშვილის ექსტრადირების საკითხში“ სინამდვილეში, საბოლოო ჯამში, იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანს, რომ „ივანიშვილმა კვლავ გაიმარჯვა და კვლავ დააიგნორა ყველა საკუთარი სურვილების მიღმა“. ბიძინას უძლეველობის მითს მსგავსი არასწორი მოლოდინების შექმნა უწყობს ხელს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიყველა თანხმდება, რომ ქვეყნის პრეზიდენტები არ უნდა კვდებოდნენ – აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათი როლი სააკაშვილისთვის ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაში მნიშვნელოვანია – დოლიძე
შემდეგი სტატიარუსეთი მანიპულირებს მოლაპარაკებებით, რათა უკრაინის გათავისუფლების პროცესი შეაჩეროს – ზელენსკი