სააკაშვილის პასუხი ღარიბაშვილს – “ჩელენჯი” გვაქვს ღარიბაშვილთან

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მზად არიან ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი პენიტენციურ დაწესებულებაშივე ჩააბარონ, იმ შემთხვევაში, თუ თავად ღარიბაშვილი კანცელარიის შენობაშივე გაიტესტება მედიის თანდასწრებით:

ამის შესახებ ბექა ბასილაიამ განცხადება მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

“მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ბრძოლისთვის განწყობილი. მე მინდა მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა მონაჭორებს. ჩვენ მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით არა ვენაში, ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკით, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით, ამისთვის მზად ვართ.

ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება “ჩელენჯი”, მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით თუნდაც ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ, ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს მოვისმენთ”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 350-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს
შემდეგი სტატიახვიჩია: თვითმმართველობის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება და „ქოცებს“ 2023 წლამდე ლეგიტიმაციის პრობლემა ვერ ექნებათ