“სააკაშვილი მიუთითებს, რომ გაიზიარა ლუარსაბ მეფის ბედი, აღმაშენებელზე მეტი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე…მაგრამ რამდენად არის ეს ადეკვატური”

სააკაშვილი მიუთითებს, რომ გაიზიარა ლუარსაბ მეფის ბედი, აღმაშენებელზე მეტი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, რეგიონალური ლიდერია და არის ჯორჯ ვაშინგტონი – ამას ყველაფერს ამბობს, მაგრამ რამდენად არის ეს ადეკვატური, ეს მეორე საკითხია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შერიგების თაობაზე და აღნიშნა, რომ შერიგებისთვის მნიშვნელოვანი დანაშაულის აღიარებაა.

“მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აკეთებს, რომ ის იბრძვის, ამ ბრძოლას მეთაურობს ციხიდან, ხალხს მოუწოდებს მისი გათავისუფლებისკენ და ბრძოლა დამთავრდება მისი გათავისუფლებით. ის ასევე, მოუთითებს, რომ მან გაიზიარა ლუარსაბ მეფის ბედი, აღმაშენებელზე მეტი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, არის რეგიონალური ლიდერი და არის ჯორჯ ვაშინგტონი. ამას ყველაფერს ამბობს, მაგრამ რამდენად არის ეს ადეკვატური, ეს მეორე საკითხია. საერთო შერიგებას რაც შეეხება, როცა გადაწყვეტ ადამიანთან შერიგდე, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – აღიარება იმის, რაც დააშავე. ადამიანი ამბობს, რომ ყველაფერი სწორი იყო და მას მხარს უბამენ მისი მხარდამჭერები, რომ ყველაფერი სწორად იყო ჩადენილი და ამბობენ, გირგვლიანის თემა არის პიარის თემა, თანაც უნიჭო და ცუდი პიარის. ფაქტია, რაც მოხდა და ჩვენს თვალწინ განვითარდა,”- განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისიმონიშვილი: სუს-ის მხრიდან ​გამოძიების დაწყება კითხვებს თავიდანვე ბადებდა
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: სუსი კი არა, რუსია, რუსებს ემსახურება