(video) სააკაშვილი: არის საფრთხე იმისა, რომ ბევრმა დატოვოს საქართველოს საზღვრები, დავკარგოთ მოსახლეობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.

სააკაშვილის თქმით, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, მიგრაცია დაიწყოს.

„არის საფრთხე იმისა, რომ  სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან ერთად, ბევრ პოზიტივთან ერთად, იმ გაჭირვების ფონზე რაც საქართველოშია, ძალიან ბევრმა ქართველმა დატოვოს საქართველოს საზღვრები , დავკარგოთ მოსახლეობა.

ჩემი პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა, ამიტომ პოლიტიკური ცვლილებები დროზეა გასატარებელი“,- აცხადებს სააკაშვილი.

 

banner
წინა სტატიაშიევროინტეგრაციის გზაზე ენმ-მ შეასრულა მნიშვენლოვანი როლი
შემდეგი სტატია(video) გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ დღეს მოვისმინეთ სიტყვები, რომლებმაც შეუძლებელია, არ აგაღელვოს და სიამაყით არ აგავსოს