რუსთავში ერთ დღეში 2 ჩვილი გარდაიცვალა

რუსთავში, ორი ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 1 თვის და 2 თვის ჩვილები არიან.
კლინიკა “რუსთავის” ექიმ-თერაპევტის გიორგი მოდებაძის განცხადებით, ორივე ბავშვი საავადმყოფოში შეყვანის დროს გარდაცვლილი იყო.

მედპერონალის ინფორმაციით, ერთი ბავშვი რუსთავის მკვიდრი იყო, მეორე კი საავადმყოფოში გაჩიანიდან შეიყვანეს.

რუსთავის კლინიკაში სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ.

ორივე შემთხვევაზე შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება კი 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბერლინში საკონსტიტუციო განხილვა გრძელდება
შემდეგი სტატიაკანდიდატურების ჩამონათვალში შეიძლება კალაძეც ვიხილოთ და ნარმანიაც -ძიძიგური