რუსმა ოკუპანტება საქართველოს ტერიტორიის კიდევ 6 ჰექტარი მიითვისეს

სოფელ სობისის ერთ-ერთი მკვიდრის, შალვა ჩილინდრიშვილის მიერ დათესილი ქერის მოსავალი ოსმა სამხედროებმა აიღეს.

ჩილინდრიშვილის განცხადებით, ოსმა ძალოვნებმა დაახლოებით 6 ჰქეტარზე დათესილი მოსავალი მიიტაცეს.

“ქერი რომ დავთესე, აპრილის თვეში, დაახლოებით ორ კვირაში შემოვიდნენ რუსები და ჩემი ნაკვეთი შუაზე გაყვეს. ნაკვეთის ნახევარი, 6 ჰექტარი მიაკუთვნეს წინაგარის რაიონს. ბაღში ბოძები ჩაასვეს და მეორე ნახევარზე გადასვლა ამიკრძალეს. ნახევარი ავიღე. ვფიქრობდი, მეორე ნახევარს ავიღებმეთქი. გუშინ შემოვიდა კომბაინი მაგათ მხრიდან, ჯარისკაცებთან ერთად და აიღეს მოსავალი. დღეს დილით მოამთავრეს მუშაობა. რა ვქნა, არ ვიცი”, -განაცხადა ჩილინდრიშვილმა.

მოხდარი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა უწყებას შეატყობინა.სოფილ სობისში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლს, დავით ონიაშილსაც ელოდობიან.

banner
წინა სტატიაში177 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
შემდეგი სტატიაარსებული მონაცემებით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან