რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 2 960 რაკეტა გაუშვა, ეს ტერორია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე „აზიური ლიდერობის“ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე 2 960 რაკეტა გაუშვა და თუ დაუსჯელი დარჩება, მსგავსს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გაიმეორებს.

„დღეს დილის მდგომარეობით 2 960 რაკეტა – აი რამდენის გაშვება მოახერხა რუსეთმა ჩვენს ქალაქებში. რაკეტების მთავარი სამიზნე კი სამოქალაქო ობიექტებია. ეს არის რუსული ტაქტიკა, რომელიც მიზნად ხალხის ჩვენი ქალაქებიდან განდევნას ისახავს.

არცერთ სხვა სახელმწიფოს მსოფლიოში არ დაუხარჯავს იმდენი ფული დეზინფორმაციის, შეთქმულების თეორიების გავრცელებაში რამდენიც რუსეთმა დახარჯა. მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას თავი მათგან, ვინც ცდილობს, რომ მასობრივი სიცრუით თავისი გავლენა გაავრცელოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის რიტორიკა, სულ მცირე, არ დაეხმარა ჩვენი კანდიდატობის საკითხს – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიასტამბოლში უკრაინული ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული კრიზისის შესახებ ოთხმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს