რუსეთი სამაგიეროს გადაუხდის თურქეთს იმით, რომ აღიარებს სომხეთის გენოციდს

navaliniრუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთის ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენელია და  პრეზიდენტობის კანდიდატათაც მოიაზრებოდა, აღშფოთებულია თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებით. თურქეთი ამისთვის უნდა დაისაჯოს: „მთელი ქვეყნის  სურვილია „თურქეთს ჭკუა ასწავლოს“. და ამისთვის ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ სერიოზული სანქციები. ერდოღანმა ჩამოაგდო ჩვენი თვითმფრინავი თავისი ფიარისთვის და პროპაგანდისტული  მოსაზრებებისთვის. და არა სამხედრო ან სხვა უსაფრთხოების მიზნით. ასეთი რამ არ შეიძლება ურეაქციოდ დარჩეს ჩვენი მხრიდან, მაგრამ არც სამხედრო ესკალაცია არ უნდა იყოს“ – წერს რუსი პოლიტიკოსი.

 

თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ თურქეთის ოპოზიცია, რომელიც გმობს  თავისი ხელისუფლების ამ მოქმედებას, თურქეთში გამყიდველებად გამოაცხადეს.

 

ნავალნის თქმით, ისევე როგორც რუსეთში მიდის „მუხლებიდან წამოდგომის“ და საკუთარი უძლეველობის პროპაგანდა, თურქეთშიც ანალოგიურ პროცესებს აქვს ადგილი.

 

ის საკმაოდ ირონიულად აფასებს ოფიციალური რუსეთის რეაქციას ამ ინციდენტზე: „ჩვენთან ბევრი მძვინვარე განცხადება კეთდება, მაგრამ როგორც ჩვეულებრივ, ყველაზე ქმედითი აღმოჩნდა ვეტერინალური და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური  (Россельхознадзор),  რომელმაც ელვის  სისწრაფით აღმოაჩინა რაღაც ლისტერიები თურქულ ქათამში“.

 

ნავალნი დარწმუნებულია, რომ პირველი შთამბეჭდავი ნაბიჯი, რომელიც ოფიციალური რუსეთის მხრიდან უნდა გაკეთდეს, არის სომხეთის გენოციდის აღიარება – ეს იქნება სამაგიეროს გადახდის არჩვეულებრივი შესაძლებლობა: „იდეალური მომენტია, ზუსტად რომ პოლიტიკური ზომაა და თურქეთისთვის ძალზე  მტკივნეული იქნება. ეს არის ზუსტად ამ სფეროდან „აჰა, რახან ასეა, მაშინ ჩვენც …“ . და ექნება დიდი რეზონანსი. ამით უნდა დავიწყოთ“.

 

banner
წინა სტატიაში„რუსეთმა ვერ გაუბედა ნატოს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური დემარში ან პროტესტი იყო“
შემდეგი სტატიარუსი დეპუტატი მოუწოდებს თურქეთს, გადასცეს აია სოფიას ტაძარი ქრისტიანებს