რუსეთი ყოველთვის მოიქცევა აგრესიულად და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, ყოველთვის ეცდება ქართული ტერიტორიების ხელყოფას

„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის მოიქცევა აგრესიულად და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, ყოველთვის ეცდება ქართული ტერიტორიების ხელყოფას. ამას სჭირდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან მტკიცე პოლიტიკური პოზიცია პირველ რიგში, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ამის სანაცვლოდ ჩვენ ვხედავთ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, რომელიც პირიქით, პირდაპირ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს და პირიქით, ახალისებს მარიონეტულ რეჟიმებს და რუსეთის აგრესიულ ხელისუფლებას, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია მიიტაცოს საქართველოდან – არანაირი შემაკავებელი პოლიტიკა არ არსებობს ამის საწინააღმდეგოდ. მეორეს მხრივ, არ არსებობს შიგნით უსაფრთხოების სისტემები, რომელიც გარკვეულწილად ხელს შეუშლიდა ამ პროცესის მიმდინარეობას. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, მსჯელობა გვქონდა ნდობის ჯგუფის ფარგლებშიც“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის ემუქრება
შემდეგი სტატიამთავრობა და პრემიერი ვაშლის ბაღებში კი არ უნდა დადიოდეს, იქ უნდა იყვნენ, სადაც იღობება ტერიტორია