რუმინეთის პრემიერის პოსტზე მუსლიმი სევილ შაიდეხია წარდგენილი

რუმინეთის უმრავლესობის კოალიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სევილ შაიდეხი წარადგინა. ის, შესაძლებელია, გახდეს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, ასევე, პირველი მუსლიმი პრემიერი. შაიდეხი რუმინელი თათრების ოჯახიდან არის. მისი მეუღლე სირიელია. თათრები რუმინეთში ოფიციალურად აღიარებული ეროვნული უმცირესობაა. მათი რიცხვი დაახლოებით 20 400-ია. თათრები რუმინეთში მე-13 საუკუნეში გამოჩნდნენ. მათი უმრავლესობა ყირიმელი ტათრების შთამომავალია.

banner
წინა სტატიაში,,ჩაციკლული,, ობამას ბოლო სანქციები რუსეთს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ლუკაშენკომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეცვალა