რომან გოცირიძე: არჩევნებში რეგისტრირებულ პირს არ მოეთხოვება ცესკოში ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა

“ვისაც ახსოვს ჩემი პოსტი, შარდით ხელში ათასობით დეპუტატობის კანდიდატის შესახებ, უნდა გითხრათ, რომ მან იმოქმედა საპარლამენტო უმრავლესობაზე.
პრობლემის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ნარკოლოგიური შემოწმება ევალებოდა ყველას, ვინც იქნებოდა საარჩევნო სიაშია და არა იმათ, რომლებიც გახდებოდნენ დეპუტატები. 9 ათას ადამიანს უნდა ჩაებარებინა შარდი, მაშინ როცა მხოლოდ 150 გახდებოდა აქედან პარლამენტის წევრი. აბსურდია რა თქმა უნდა.
ახლა პარლამენტში დარეგისტრირდა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და შეცვლიან ამ უაზრო მოთხოვნას და არჩევნებში რეგისტრირებულ პირს არ მოეთხოვება ცესკოში ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა. ეს მერე მოხდება”,-წერს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირებია 21 შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიააჭარაში გამოვლენილი შემთხვევებიდან 20-ზე მეტი ქორწილებს უკავშირდება