როგორც ჩანს, კალაძისთვის ევროპა მაშინაა საჭირო, როცა თმის შესაჭრელად უნდა წავიდეს – ბუაძე

“კალაძისთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები როგორც ჩანს უცხოა, ევროპა მისთვის საჭიროა მაშინ, როცა თმის შესაჭრელად უნდა წავიდეს”, – ასე გამოეხმაურა პარტია “ლელოს” წევრი საბა ბუაძე ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უართან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებებს.

ბუაძის თქმით, დახმარებაზე უარი მკაფიო გზავნილი იყო, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა “ოცნების” ინტერესებში არ შედის.

“ამ ქვეყნის მოქალაქეები როგორ დაუკავშირდებიან მომავალში ევროკავშირს ეს არც კალაძის, არც ღარიბაშვილის და არც კობახიძის ზრუნვის საგანს არ წარმოდგენს. ევროკავშირის გრანტისთვის და სესხისთვის უარის თქმა, ეს არის ევროკავშირისთვის სილის გაწნა და მკაფიო გზავნილი, რომ ქართული ოცნების ინტერესებში არ შედის ევროკავშირთან და ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა”, – თქვა საბა ბუაძემ.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპრემიერი – გლდანის ციხეში დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ეს არის ჩვენი ხელწერა…