“როგორ უნდა მოგვესწრო დაპირისპირება 1 კვირაში”? – მერიაში გავრცელებულ ინოფრმაციას უარყოფენ

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე თბილისის მერსა და მის ყოფილ მოადგილეს, გიგა ნიკოლეიშვილს შორის დაპირისპირებას უარყოფს.ხმალაძის განცხადებით, ნიკოლეიშვილმა უკეთესი შეთავაზება მიიღო და სხვა სამსახურში გადავიდა.

“კატეგორიულად უნდა უარვყო დაპირისპირება, ეს არის აბსურდი. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ბატონმა გიგამ თანამდებობა დატოვა არის ის, რომ ის დაინიშნა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზის გამო დატოვა მერია. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. როგორ უნდა მოგვესწრო დაპირისპირება 1 კვირაში, ეს პრაქტიკულად, გამორიცხული იყო. ბატონ გიგას ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ერთად გვემუშავა, მაგრამ მან უფრო საპასუხისმგებლო პოზიცია ჩაიბარა და მინდა, წარმატებები ვუსურვო. რომ გვცოდნოდა არ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მიღებული და არ მოხდებოდა მისი მერის მოადგილედ დანიშვნა. თუმცა, მოხდა მოკლე დროში მისი წარდგენა ამ თანამდებობაზე . ვინ იქნება მისი ადგილმონაცვლე არ ვიცით, არის მერის მოადგილის ორი ვაკანსია და ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ განცხადებას”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა