რიმა ბერაძემ ორმოცამდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, დღეს ორმოცამდე ოჯახს სააღდგომო ნობათი დაურიგდა. ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მოხუცებისა და მარტოხელა პენსიონერებისთვის გამართული აქცია, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა.რიმა ბერაძე ჩუღურეთის მცხოვრებლებს პირადად ესტუმრა და სააღდგომო ნობათი გადასცა.
როგორც მაჟორიტარმა განაცხადა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, როდესაც მთელი მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის , თბილისის საკრებულოსა და ჩუღურეთის რაიონის „ქართული ოცნების“ გუნდის ძალისხმევით, დაახლოებით 800-მა ოჯახმა დახმარება უკვე მიიღო. რიმა ბერაძის თქმით, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„დღეს 40-მდე ოჯახი მოვინახულეთ და მათ სააღდგომო ნობათი გადავეცით, რითაც თითოეული მათგანის მიმართ თანადგომა გამოვხატეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენ პანდემიას უახლოეს მომავალში დავამარცხებთ. ყველას მოვუწოდებ „დავრჩეთ სახლში“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: სამეგრელოში სასაფლაოებისკენ მიმავალი გზების ჩაკეტვა არ იგეგმება
შემდეგი სტატიაოქროყანაში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო