რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შვედეთი თურქეთს 73 ტერორისტის ექსტრადირებას დაჰპირდა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შვედეთი თურქეთს 73 ტერორისტის ექსტრადირებას დაჰპირდა. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, თურქეთს ჯერ კიდევ შეუძლია შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვა, თუ ეს ორი ქვეყანა ანკარასთან გაფორმებულ მემორანდუმში გაწერილ პუნქტებს არ შეასრულებს.

„ცხადია, ეს მემორანდუმი არის მხოლოდ დასაწყისი, მთავარი არის დადებული პირობის შესრულება. შემდეგ პერიოდში ჩვენ ზედმიწევნით დავაკვირდებით მემორანდუმში ჩაწერილი საკითხების შესრულებას და შესაბამისად გადავდგამთ ჩვენს ნაბიჯებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშიოდესაში სარაკეტო იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი უკრაინას 6 ჰაუბიცას და ჯავშანტექნიკას გადასცემს – მაკრონი