რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის „ა“ და VII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის გასასვლელის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, ენუქიძის, მებაღეობის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის ჩიხის, ქართლის, გვაზაურის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის და ღრმაღელეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულთნიშნის, იეთიმ გურჯის, ავლევის და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, საირმის გორის, შმიდტის, შარტავას, კანდელაკის, საირმის, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ვასო გოძიაშვილის, ცაგარელის, ნუცუბიძის და ჭილაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშიგაეროს ბავშვთა ფონდი პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიებში ბავშვთა საკითხების ჩართვას სთხოვს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ”სპეციფიურ და მნიშვნელოვან” საკითხებზე გადაწყვეტილების 2/3-იანი კვორუმით მიღებას ძალაში ტოვებს