“რა სევდიანი სასიყვარულო სამკუთხედი ჩამოყალიბდა ივანიშვილისა და მისი მხარდამჭერების მონაწილეობით”

“რა სევდიანი სასიყვარულო სამკუთხედი ჩამოყალიბდა ივანიშვილისა და მისი მხარდამჭერების მონაწილეობით. როგორ აღარ ხსნიან და ამართლებენ ივანიშვილის დათმობას ქოცები. არადა რა მარტივია ყველაფერი: მხოლოდ იმიტომ დათმო ივანიშვილმა, რომ საკუთარი ფულის დაკარგვის შეეშინდა.

მხოლოდ მას შემდეგ დათმო, რაც ზუსტად აღწერილი და ჩამოწერილი აჩვენეს, როგორ დაასანქცირებდნენ, რას დაუყადაღებდნენ და რას დაკარგავდა. დათვალა, რომ გაჯიუტებით უფრო მეტ ფულს დაკარგავდა, ვიდრე ამავე გაჯიუტებით იშოვნიდა. ანუ მისი გადაწყვეტილებების ერთადერთი მოტივი საკუთარი ფულის სიყვარულია.

პრინციპში, მხარდამჭერების ნაწილსაც ფულის გამო უყვარს ივანიშვილი და ეს შედარებით პატიოსანი თამაშია: ანუ რაღაც ნამცეცებს მათაც უყრის, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი იშოვნოს გახანგრძლივებული და გაძლიერებული ძალაუფლებით. ოღონდ ხომ არიან ისეთებიც, ვისაც უანგაროდ უყვარს და სჯერა რომ ამას იზამს, იმას იზამს, ნაცს დაუკლავს, ლიბერასტებს ამოჟუჟავს, რუსეთს მოეფერება… არადა ის კაცი მხოლოდ იმას იზამს, რაც მისი ფულის გამრავლებას დაჭირდება. აი, ეგ ხალხი ყველაზე ცოდოა. ცალმხრივი სიყვარულით შეპყრობილი”-,წერს ნინო ჯანგირაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ნდობა ძალიან მიჭირს-მარგველაშვილი