რა მიზნით იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი ახალკახათში?!

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაახლოებით ორი საათის წინ ზუგდიდს რაიონის სოფელ ახალ კახათში იმყოფებოდა. ინფორმაცია ,,თაიმერს”  სოფელში მცხოვრებმა დევნილებმა მიაწოდეს. ბიძინა ივანიშვილს თან დაცვის ოთხი თანამშრომელი ახლდა და არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მასთან ერთად არ ყოფილან.

,,ორი საათის წინ მოვიდა, აქ სოფელში რამდენიმე ასეული წლის ხეებია და ისინი დაათვალიერა. აპირებს თუ არა რომელიმეს შეძენას ჯერ არ ვიცით. კონკრეტულად არავის გასაუბრებია.  ამ სოფელში ივანიშვილებს უზარმაზარი თხილნარი აქვს და არც იმას გამოვრიცხავთ რომ შემდეგ თხილნარიც მოენახულებინოს”- აცხადებენ სოფელ ახალი კახათის მცხოვრებლები.

banner
წინა სტატიაშირიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი ხევში გადავარდა
შემდეგი სტატიაუშბაზე დაკარგულ გერმანელ ტურისტებს ეძებენ