“…ქვევრში ბავშვიც ხომ არ ჩავაგდე?…” – კახიძე ბესელიას

„სულ გინდათ, რომ თემა გადაიტანოთ და გამომიყვანოთ სისხლისმსმელი, ქვევრში ბავშვიც ხომ არ ჩავაგდე, კიდევ რამე ხომ არ გავაკეთე?“ – ასე მიმართა დეპუტატმა ოთარ კახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ. “ევროპული საქართველოს” წევრი დაინტერესდა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შემუშავების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფში შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან რომელიმე აფასებს თუ არა პოზიტიურად მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს. როგორც კახიძემ განაცხადა თავად მას ამ ჯგუფის მუშაობაში ჩართვის საშუალება არ მიეცა.

„მე ორჯერ გავაკეთე განცხადება კომიტეტზე, რომ ვისაც გსურთ შეუზღუდავათ ყველას, იურიდიული კომიტეტის წევრებს, შეგიძლიათ იყოთ სამუშაო ჯგუფის წევრი. ერთხელ მომმართეთ და უარი გითხარით?! თქვენ თუ კომიტეტის სხდომებს არ ადევნებთ თვალს, ძალიან ცუდია. სხვათა შორის, სამოქალაქო საზოგადოებიდან ჩავრთეთ სწორედ ის ორგანიზაციები მხოლოდ, ვინც იყო მოსარჩელე. სხვა დროს თქვენ ჩართავდით მხოლოდ იმას, ვინც ხოტბას შეგასხამდათ“, – განაცხადა საპასუხოდ ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიბერლინში 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა
შემდეგი სტატიაშონავა: ორჯერ შევთავაზე შეხვედრა, თუმცა მითხრა, რომ ჯერ უნდა დათვალოს ბიუჯეტი